უსანეთობის ირემი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უსანეთობის ირემი – სოფელ მეჯვრისხევში უსანეთობის დღესასწაულზე ირემი მოდიოდა შესაწირავად. მნათე რქებზე ანთებულ სანთლებს და უმაგრებდა, მარილს აალოკინებდა, ტანზე ბეწვს შეუტრუსავდა და ეკლესიის გარშემო სამჯერ შემოატარებდა. ამის შემდეგ ირემი დაიჩოქებდა და თავს დასაკლავად გადახრიდა. მნათე დაკლავდა ირემს და მის ხორცს იქ მისულ მლოცველებს გაუნაწილებდა. ერთ დღეს, როცა ძველი მნათე ცოცხალი აღარ იყო, ირემს სალოცავში მოსვლა დააგვიანდა. ახალმა მნათემ ირემს რქებზე სანთელი აღარ მიაკრა, არც თმა შეუტრუსა და აღარც მარილი აალოკინა. არ აცალა ირემს დაწოლა და ისე მოკვეთა თავი. თავმოკვეთილი ირემი სასწაულად კარგა ხანს ფეხზე მდგარა და მერე წაქცეულა. ამის შემდეგ ირემი აღარ მოსულა უსანეთობის დღესასწაულზე.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები