უსასრულობა (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უსასრულობა – ცნება, რომელიც მათემატიკის სხვადასხვა დარგში წარმოიშვა სასრულის ცნების დაპირისპირების ფორმით.

სიტყვა „უსასრულო“ მათემატიკური აზრით გამოიყენება მხატვარ დიურერის ინიციატივით (1525 წ -დან). სიტყვა „სასრული“ პირველად გაცილებით გვიან გამოჩნდა, მათემატიკის პროფესორ რეიერის ნაშრომში (1699). სასრულის და უსასრულოს ცნების განსაზღვრის აუცილებლობას პირველად ყურადღება მიაქცია დედეკინდმა. წიგნში „რა არის რიცხვები და რანი უნდა იყვნენ ისინი?“ („Was sind und was sollen die Zahlen?“, 1881) დედეკინდმა ჩამოაყალიბა განსაზღვრება, რომელიც თანამედროვეს ეკვივალენტურია. ნიშანი ∞ რიცხვის შემოუსაზღვრელი ზრდის აღსანიშნავად შემოიღო ვალისმა (1655). ფიქრობენ, რომ ვალისმა გამოიყენა ადრეული რომაული ციფრი ⊂|⊃, რომელიც აღნიშნავს 1000 -ს, როგორც სიმბოლო „ძალიან დიდის“ ცნებისა. ამ ნიშანმა საერთო აღიარება ჰპოვა უკვე XVIII ს-ში, თუმცა დროდადრო იხმარებოდა სხვა აღნიშვნებიც (მაგალითად, ∼ ან (0-0).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები