უფლისციხის კესონებიანი დარბაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უფლისციხის კესონებიანი დარბაზი - უფლისციხის ცენტრალური კომპლექსი, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ნაქალაქარის სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე. თარიღდება ახ. წ. I საუკუნით. დარბაზის შუა, დიდი (დაახლ. 4,5X4,5 მ), საზეიმო დარბაზი სამხრეთისკენ მთლიანად ღიაა, გადახურულია ნახევარწრიული კამარით. კამარის გარეთა პირი დასრულებულია ზუსტად გამოყვანილი ორფერდა ფრონტონით, შიდა პირი კი, რომაული არქიტექტურის ძეგლების მსგავსად, შემკულია რვაწახნაგა რელიეფური კესონებით, კესონებს შორის კვადრატებია ჩასმული. დარბაზი სამი მხრიდან გასასვლელებით უკავშირდება მცირე ზომის სადა დამხმარე სათავსებს. კომპლექსის წინ ერთი საფეხურით დაწეული პატარა ეზოა, რომელიც კიდევ უფრო დაბალ ეზოში ჩადის. პატარა ეზოს აღმოსავლეთ კიდეზე და სამხრეთით, ხრამის გაყოლებაზე, კლდეში ამოკვეთილია პარაპეტი ღრმა და დაბალი ჩამოსაჯდომით.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები