ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევები — როგორც ყველა ჰორმონალური ორგანოს გამოკვლევები, ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევებიც ეხება მის ჰორმონალურ და სტრუქტურულ მხარეს.

სარჩევი

ჰორმონალური ფონის კვლევები

ჰორმონალური ფონის კვლევები მოიცავს მისი ძირითადი ჰორმონების T3, T4 და ამ ჰორმონების მარეგულირებელი ჰორმონების და ქიმიური ნივთიერებების (მაგალითად იოდის) რაოდენობრივ და თვისობრივ ანალიზს.

ამ ანალიზების ნორმალური პასუხები:

T4,T3 ჰორმონები:
T4 ტოტალური – 65-155 ნმოლ/ლ.
T4 თავისუფალი – 9,5-25 პმოლ/ლ.
T3 ტოტალური – 1,8-2,8 პმოლ/ლ.
T3 თავისუფალი – 3-9 პმოლ/ლ.
TSH ultra:
1. ეუთირეოიდული ჯ. – 0,1– 5 uU /მლ.
2. ჰიპერთირეოიდული ჯ. – 0,1 uU /მლ-ზე ნაკლები;
3. ჰიპოთირეოიდული ჯ. – 5uU /მლ–ზე მეტი;

ყველა აქ მოყვანილი ტიტრი შესაძლოა მერყეობდეს ასაკის და ორგანიზმის მდგომარეობის (პრეპარატების მიღების მოქმედების) მიხედვით, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სპეციალისტის მიერ. პარათირეოიდული ჯირკვლის კვლევები ძირითადად, სისხლში Ca2+ და პარათირეოიდული ჰორმონის (PTH) განსაზღვრით შემოიფარგლება.

ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი პათოლოგია, მისი მკურნალობის ტაქტიკა და პროგნოზი უნდა იყოს კონსილიუმის საგანი ORL ქირურგსა და ენდოკრინოლოგს შორის.

ექოსკოპიური გამოკვლევა

ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული კვლევა ძალიან მნიშვნელვანი ინფორმაციის მომცემი კვლევაა. თანამედროვე აპარატები იძლევა შესაძლებლობას დეტალურად დავინახოთ და შევაფასოთ ჯირკვლის ზომა, სტრუქტურა, სისხლმომარაგება და მეზობელ სტრუქტურებთან ინვაზია. ექოსკოპიური კვლევების გამოყენებით შეიძლება დაისვას უტყუარი დიაგნოზი ჯირკვლის კვანძოვანი, ანთებითი თუ ჰორმონალური პათოლოგიის დროს. როგორც წესი, ექოსკოპიური გამოკვლევა დინამიკაში უფრო ინფორმაცულია. ამიტომ ხშირია პათოლოგიის დიაგნოსტირების დროს განმეორებითი კვლევის ჩატარება 2-3 თვეში. რასაკვეირველია, ამ პერიოდის მანძილზე პაციენტი ენდოკრინოლოგის ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს.

პარათირეოიდული ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა არ არის ინფორმაციული, რადგანაც, მისი ზომებიდან გამომდინარე, მხოლოდ ძალიან დიდი ზომის პარათირეოიდული ადენომების დანახვა არის შესაძლებელი.

იზოტოპური გამოკვლევა

სცინტიგრაფია. ფარისებრი ჯირკვალი: ცივი და ცხელი კვანძი

რადიოიზოტოპური კვლევები მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი ან ავთვისებიან-კვანძოვანი პათოლოგიების დროს. ასევე, ფარისებრი ჯირკვლის ადენომის დიაგნოსტირებისათვის. დღეს ამ კონტრასტული კვლევისათვის გამოიყენება რადიოაქტიული ტექნიციუმი (Tc 99m) რომელმაც თითქმის ყველგან ჩაანაცვლა რადიოაქტიული იოდი (I131).

პარათიროიდული ჯირკვალი. სცინტიგრაფია. სურათზე აშკარად ჩანს ქვედა პოლუსთან პარათირეოიდული ჯირკვლის არსებობა როცა ფარისებრი ჯირკვლიდან კონტრასტი უკვე განიდევნა.

ამ მეთოდით ვახდენთ ჯირკვლის ქსოვილის და მის ზომის დახასიათებას. კვლევის პრინციპი დამყარებულია რადიოაქტიული ნივთიერების ორგანოდან გამოყოფის დაფიქსირებაზე, რაც სხვადასხვა დაავადების დროს სხვადასხვა სურათს იძლევა.

პარათირეოიდული ჯირკვლიდან ტექნიციუმის (Tc 99m) გამოდევნა უფრო გვიან ხდება, ვიდრე ფარისებრი ჯირკვლიდან. ეს გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ დიფერენცირება ამ ორ ჯირკვალს შორის სცინტიგრაფიული კვლევის დროს.

კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა

კომპიუტერული ტომოგრაფია და რეზონანსი არ წარმოადგენს ფარისებრი და პარათირეოიდული ჯირკვლების სტანდარტულ კვლევას. რასაკვირველია, როდესაც დიაგნოზის დასმა ექოსკოპიურად შეუძლებელია, ამ ძვირადღირებული მეთოდის გამოყენება აუცილებელია და მისი ინფორმაციულობაც ძალიან მაღალია. მაგალითად, რეტროსტერნალური ჩიყვების დიაგნოსტიკაში.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ფარისებრი და პარათირეოიდული ჯირკვლების პათოლოგიების დიაგნოსტიკის და მკურნალობის დროს, მულტიდისციპლინური კონსილიუმის აუცილებლობა.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები