ფარისებრი ჯირკვლის კიბო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფარისებრი ჯირკვლის კიბო — ეს ისედაც გავრცელებული, მძიმე დაავადება, მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიური სინდრომი, MEN1 გენის მუტაციით, განსაკუთრებით გახშირდა ატომური ელექტროსადგურების ავარიების და საერთო რადიაციული ფონის მომატების შემდეგ. თუმცა, სამედიცინო პროგრესის ფონზე, როგორც დიაგნოსტიკაში, ასევე ქირურგიული და ქიმიური მკურნალობის ტექნიკის დახვეწის ხარჯზე, მისი პროგნოზი და სტატისტიკა გაუმჯობესდა.

განასხვავებენ ფარისებრი ჯირკვლის შემდეგი ტიპის კიბოებს:

— ვეზიკულური კიბო (20%), კარგად დიფერენცირებული, თავისი სტრუქტურით ძალიან წააგავს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ქსოვილს;
— პაპილარული კიბო, უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდა პაციენტებში, აქვს მეტასტაზირებისკენ მიდრეკილება;
— ანაპლაზიური, არადიფერენცირებული კიბო. ძალიან იშვიათი და ცუდი პროგნოზის მქონე კიბოა;
— მედულარული კიბო. აღმოჩენილია 1959 წელს. აქვს აგრესიული ზრდისკენ მიდრეკილება და როგორც წესი, ცალკეულ კვანძოვან ჩიყვებში გვხვდება. ახასიათებს ციტოკალციტონინის გამომუშავება, რაც გამოიყენება ამ სიმსივნის ონკომარკერად;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები