ფარისებრი ჯირკვლის მოცულობითი პათოლოგიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფარისებრი ჯირკვლის მოცულობითი (კვანძოვანი) პათოლოგიები — ამ ტიპის დაავადებებში გაერთიანებულია ერთკვანძოვანი და მრავალკვანძოვანი დაავადებები.

ერთკვანძოვანი დაავადება

ასეთ პათოლოგიებს, როგორც წესი, ან შემთხვევითი დიაგნოსტიკა ავლენს, როდესაც პაციენტი სხვა რამის გამო იკეთებს კისრის ექოსკოპიას ან, როდესაც კვანძის ზომა აღწევს ისეთ მასშტაბებს, რომ თვალითაც ჩანს. როგორც ადრე აღვნიშნეთ, არსებობს კვლევის სხვადასხვა მეთოდი, რომელიც კვანძის აღმოჩენის საშუალებას იძლევა. აღმოჩენის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კვანძის ეტიოპათოგენეზი გაირკვეს. სცინტიგრაფიული კვლევა იძლევა საშუალებას განვასხვაოთ ე. წ. „ცხელი“ და „ცივი“ კვანძები. აღსანიშნავია, რომ „ცხელი“ კვანძების ავთვისებიანში გადაგვარების შესაძლებლობა მინიმალურია, როცა „ცივი “ კვანძის სტატისტიკური ავთვისებიანი დიაგნოზი იმდენად დამაფიქრებელია, რომ ჩვენ პაციენტს ოპერაციულ ჩარევას – ცალმხრივ ლობოისთმექტომიას ვთავაზობთ, მისი შემდგომი იმუნოჰისტოქიმიური კვლევით. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ახალტექნოლოგიური, ულტრაბგერითი, აბლაციური მკურნალობა ერთეული პატარა ზომის კვანძების დროს. (ProSurge) რომელიც ამბულატორიულ მკურნალობად ითვლება და ნარკოზის და განაკვეთის გარეშე ხორციელდება.

მრავალკვანძოვანი პათოლოგიები

ასეთ პათოლოგიებში გაერთიანებულია ყველა ეუთირეოიდული კვანძოვანი ჩიყვი.

აქაც, როგორც ცალკეული კვანძოვანი დაავადების დროს, კვლევის მეთოდები საკმარის ინფორმაციას იძლევა იმისათვის, რომ ენდოკრინოლოგთან ერთად შევძლოთ მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა. ამ შემთხვევაშიც, ზემოაღნიშნული პრინციპების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები