ფარკერი ჯორჯ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორჯ ფარკერი

ჯორჯ ფარკერი − (ინგლ. George Farquhar, 1678-1707), ირლანდიელი დრამატურგი. განმანათლებლობის წინამორბედ ზნეობათა კომედიის წარმომადგენელი.

პიესები: „სიყვარული და ბოთლი“, „ერთგულ მეუღლეთა წყვილი“, „სერ გარი უაილდერი“, „ტყუპები-მეტოქეები“, „ცვალებადი“, „საფოსტო კარეტა“, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი ორი პიესა: პოლიტიკური და სოციალური სატირის ბრწყინვალე ნიმუში „ოფიცერი-დამქირავებელი” და მეორე – ერთ-ერთი საუკეთესო ზნეობათა კომედია „პეწენიკთა ეშმაკური გეგმა“, რომელიც გამოირჩევა მახვილი კომედიური სიტუაციებით, გამოკვეთილი, რეალისტური ხასიათებით. ამ კომედიის ზოგიერთი პერსონაჟის სახელი წამოსაძახებელი გახდა. ფარკერის შემოქმედება განამტკიცებდა ინგლისური თეატრისა და ლიტერატურის დემოკრატიულ მიმართულებას.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები