მაიორ სარაგოსა ფედერიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფედერიკო მაიორ სარაგოსა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფედერიკო მაიორ სარაგოსა

ფედერიკო მაიორ სარაგოსა – (ესპ. Federico Mayor Zaragoza; დ. 27 იანვარი, 1934, ბარსელონა, ესპანეთი) ესპანელი ბიოლოგი და პოლიტიკოსი, იუნესკოს გენერალური მდივანი. მაიორ სარაგოსა ფედერიკო არის მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბიოქიმიკოსი, გრანადის (ესპანეთი) უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის პროფესორი. იუნესკოს გენერალურ მდივნად დანიშვნამდე იყო: 1973 – მადრიდის მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრის დირექტორი; 1974-78 – მკვლევარ-მეცნიერთა უმაღლესი საბჭოს წევრი; 1974-75 – ესპანეთის მთავრობის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მდივანი-ასისტენტი: 1977-78 – გრანადის კორტესის წევრი; 1978-81 – იუნესკოს გენერალური მდივნის მოადგილე: 1982-87, 1937-93 – იუნესკოს გენერალური მდივანი; 1993 განმეორებით აირჩიეს ამ თანამდებობაზე; 1987 – ევროპარლამენტის წევრი. ავტორია წიგნების: Maňana siempre Esllardo (1987): La Nueva Pagina (1994); La Memoire de l′ Avonir (1994) და სხვ. მაიორ სარაგოსა ფედერიკო არის მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის (AAAS). ამერიკელ ქიმიკოსთა საზოგადოების, ხელოვნების, მეცნიერებისა და ლიტერატურის ევროპული აკადემიის, ქიმიის სამეფო საზოგადოების (დიდი ბრიტანეთი), სან-ფერნანდოს (ესპანეთი ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიის წევრი.

1995 (იუნესკოს ეგიდით), მაიორ სარაგოსა ფედერიკოსა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ე.შევარდნაძის უშუალო მონაწილეობით, ქ. თბილისში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით „კულტურათა დიალოგი".


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები