ფენოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფენოლი (კარბოლმჟავა) (ბერძ. phaino ვანათებ და ლათ. oleum ზეთი) - არომატული ნახშირწყალბადი, დამახასიათებელი სუნის უფერო ნემსისებრი კრისტალური მყარი ნივთიერება. ქიმიური ფორმულა – C6H5O; სიმკვრივე – 1070 კგ/მ3; დრობის ტემპერატურა – 40,5°C; დუღილის ტემპერატურა – 181,7°C; აალების ტემპერატურა: 79°C (დახურულ ტიგელში), 85°C (ღია ტიგელში). წყალში იხსნება ზომიერად, სპირტში და აცეტონში – კარგად. ფენოლი არომატული ნაერთების უმარტივესი ოქსინაწარმია. კანზე მოხვედრისას იწვევს დამწვრობას. მიეკუთვნება საშიშ მომწამლავ ნივთიერებას. გამოიყენება ბისფენოლ A-ს (რომლისაგან მიიღება პოლიკარბონატი და ეპოქსიდური ფისი), ფენოლფორმალდეჰიდური ფისის, ციკლოჰექსანოლის (რომლისგანაც მიიღება ნეილონი და კაპრონი), ანტიოქსიდების, სხვა ფენოლების (მაგ., კრეზოლის), სამკურნალო პრეპარატების (მაგ., ასპირინის), ანტი-სეპტიკების (მაგ., ქსეროფორმი, ორასეპტი, ფუკორცინი), პესტიციდების საწარმოებლად, აგრეთვე სადეზინფექციო საშუალებად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები