ფიზოცეფალუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიზოცეფალუსი – (Physocephalus; ბერძნ. physis ზრდა + kephale თავი), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Strongylata-ს ქვერაზმს.

Physocephalus sexalatus (ლათ. sex ექვსი + ala ფრთა) – სახეობა, პარაზიტობს შინაური და გარეული ღორის, იშვიათად, მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის, აქლემის, ცხენის, სახედრის კუჭში. ღორის ფიზოცეფალოზის აღმძვრელი. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – ნაკელის ხოჭო, რეზერვუარული მასპინძელი – ფრინველები, რეპტილიები, ხორცისმჭამელები, თევზები, სხვა ხერხემლიანები.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები