ფიცარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ficari.jpg

ფიცარი – დახერხილი ხის მასალა, რომლის სიგანე ორჯერ და უფრო მეტად ჭარბობს მის სისქეს. ფიცრის სისქე იცვლება 1,1-10 სმ-მდე, ხოლო სიგანე – 6-25 სმ. მაქსიმალური სიგრძეა 6,5 მ, გრადაციით 0,25 მ. არსებობს თხელი ფიცარი სისქით h ≤ 3,5 სმ და სქელი ფიცარი h ≥ 3,5 სმ. თუ ფიცარს ოთხივე გვერდი სუფთად აქვს ჩამორანდული, მას სუფთა ფიცარი ეწოდება. თუ ორი დიდი გვერდი გარანდული აქვს, მაშინ ის ნაშურიან ფიცარს წარმოადგენს.

დანიშნულებისა და ფორმის მიხედვით ფიცრის სახეებია: ასაკრავი, გაგანიერებული, გათლილი, გამოსაწევი, გვერდითი, დამოკლებული, იატაკის, კონუსისებრი, მისაკრავი, მისაჭერი, მრუდე, ნაგვერდული, ნარიმანდიანი, ნახევრადჩამოგანილი, რადიალური, სალავგავარდნე, სამზარეულოს, საპირაპირე, სახურავის, სუფთად ჩამოგანილი, ტანგენციური, შეწებილი, ერთფენიანი, მრავალფენიანი, ჩამოგანილი, ჩამოტორსილი, ჭერისა და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები