ფლოგოპიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფლოგოპიტი – ქარსების ჯგუფის სილიკატების კლასის მინერალი. ქიმიური ფორმულა – KMg3(AlSi3O10)(F,OH)2.

მინარევებია: Na, Ti, Mn, Rb და სხვ. აქვს ფირფიტისებრი ან პრიზმული კრისტალები, ქერცლოვანი აგრეგატები. ჩვეულებრივ, მწვანეა ან მურა, ხოლო სახეობები, რომლებიც რკინას არ შეივცავს, უფერულია. აქვს სრულყოფილი ტკეჩადობა. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 2,2-5; სიმკვრივე 2780-2850 კგ/მ3. გვხვდება მეტამორფულ ქანებში. გამოიყენება ელექტროსაიზოლაციო მასალად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები