ფლორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფლორა
რემბრანტი (1634 წ.), სანკტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი.

ფლორა(რომ.) ყვავილების, ახალგაზრდობისა და ახალგაზრდულ სიამეთა იტალიკური ქალღმერთი.


რომაელები ფლორას ბერძნულ ქლორისთან აიგივებდნენ. მის პატივსადებად 28 აპრილიდან 3 მაისამდე ეწყობოდა ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც ფლორალიები ეწოდებოდა. ამ დროს ეწყობოდა მხიარული შეჯიბრები, თამაშები. ადამიანები თავს იმშვენებდნენ ყვავილებით (უპირველესად ვარდებით), რთავდნენ ცხოველებს, ქალები ჭრელ-ჭრელი სამოსით იმოსებოდნენ და ა.შ.


ანტიკურ ხელოვნებაში ფლორას წარმოსახავდნენ ახალგაზრდა ქალად, რომელსაც ამშვენებდა ყვავილების გვირგვინი ან რომელიც კალათიდან აბნევდა ვარდებს. ასევე ხატავდნენ მას ტიციანი, პუსენი, რემბრანტი, ბოკლინი და სხვა დიდი მხატვრები.


თანამედროვე მეტყველებაში „ფლორა“ მცენარეულ სამყაროს ნიშნავს.





წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები