ფოლადის გვარლების ჩაწვნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფოლადის გვარლების ჩაწვნა

ფოლადის გვარლების ჩაწვნა - ფოლადის ორი გვარლის ჩაწვნის დაწყების წინ აუცილებელია მარკების დადება იმ ადგილებზე, რომლებამდეც უნდა გაიშალოს ძარღვები. მარკები უნდა დაედოს აგრეთვე თითოეული ძარღვის ბოლოზეც. შემდეგ, გვარლს დაშლიან ძარღვებად, ხოლო გულარას (შუაგულ ძარღვს), ძირშივე მიაჭრიან. გვარლებს ერთმანეთთან მჭიდროდ მიადგამენ მარკებით ისე, რომ ერთი გვარლის ძარღვები მეორეს ძარღვებს შორის გადიოდნენ. გაყრის პროცესში გვარლების დაშორიშორების თავიდან ასაცილებლად ერთი გვარლის გაშლილი ძარღვები მარკით უნდა მიმაგრდეს მეორეს ძირითად ნაწილთან. გაყრა უნდა დავიწყოთ მიუმაგრებელი ძარღვებით.

ავიღოთ ერთ-ერთი თავისუფალი ძარღვი და გავატაროთ მეორე გვარლის ორი ძირითადი ძარღვის ქვეშ და ამავე დროს ჩავიჭიროთ მარცხნივ მდებარე ერთი ძირითადი ძარღვი. შემდეგ, მომდევნო თავისუფალი ძარღვის მარცხნიდან კვლავ ჩავიჭიროთ ერთი ძირითადი და გავატაროთ ორი ძირითადი ძარღვის ქვეშ და ასე შემდეგ უნდა გავუყაროთ ექვსივე ძარღვი თითოზე ზემოდან გადატარებით, ორის ქვეშ.

ერთი გაყრის დასრულების შემდეგ, გაყრის ადგილები უნდა დაიბეგვოს და კვლავ გავიმეოროთ გაყრები. შემოვაბრუნოთ გვარლი, შევაჭრათ მარკა, რომელიც ჯერ გამოუყენებელ ძარღვებს იჭერს, და გავუყაროთ ეს ძარღვები ასეთივე წესით, ასევე ორჯერ.

ნაწნავის დასასრულებლად ის უნდა დაიბეგვოს, გათანაბრდეს ჩაქუჩით, შეეჭრას ძარღვის ბოლოები ერთ სანტიმეტრამდე შვერილების დატოვებით და ზემოდან დაეხვეს რბილი მასალის ბაწარი ისე, რომ ძარღვების შემადგენელი სიმები არსად იყოს გარეთ გამოშვერილი.





წყარო

ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები