ფოლადის ცივჭიმული არმატურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფოლადის ცივჭიმული არმატურაარმატურის სახეობა, რომელიც იყოფა საარმატურე მავთულად და საარმატურე მავთულოვან ნაკეთობად. რუსული სამშენებლო ნორმების შესაბამისად, საარმატურე მავთული არის ორი კლასის – B-I და B-II. B-I წარმოადგენს ჩვეულებრივ საარმატურე ცივჭიმულ მავთულს, მიღებულს ნახშირბადმცირე ფოლადისგან. გამოიყენება ჩვეულებრივ (დაუძაბავ) არმატურად; B-II არის მაღალი სიმტკიცის ცივჭიმული ნახშირბადოვანი ფოლადის საარმატურე მავთული დროებითი წინაღობით 180 კგ/მმ2, დიამეტრით 3-8 მმ. პერიოდული პროფილის საარმატურე მავთულის აღსანიშნავად ინდექს "B"-ს უმატებენ ინდექს "р”-ს, რაც ნიშნავს – დაღარულს (მაგ., Вр-II). ის წარმოადგენს წრიული განივკვეთის ღეროს ხშირად განთავსებული ნაჭდევებით (შენატლეჟებით), რომლებიც შემოსაზღვრულია ცილინდრული ზედაპირით. საარმატურე მავთულოვანი ნაკეთობები მზადდება წნულის, ბაგირისა და შენადუღი ბადის სახით.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები