საკონსტრუქციო ამაღლებული დამუშავებადობის ფოლადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკონსტრუქციო ამაღლებული დამუშავებადობის ფოლადი (ავტომატური) – ფოლადები გოგირდისა და ფოსფორის მაღალი შემცველობით, აგრეთვე ფოლადები, რომლებიც სპეციალურად არის ლეგირებული სელენით (Se), ტელურით (Te) ან ტყვიით (Pb). ეს ელემენტები უზრუნველყოფს ჭრის სიჩქარის გაზრდას, ჭრისათვის საჭირო ძალისა და საჭრისის ცვეთის შემცირებას, დასამუშავებელი ზედაპირის სისუფთავესა და სხვა. მათი გამოყენება მიზანშეწონილია წარმოებებში დეტალების მასობრივად დასამზადებლად ჩარხ-ავტომატზე. ლაზერული ჭრის ტექნოლოგიის დამუშავების შემდეგ შექმნილი იქნა საკონსტრუქციო ფოლადის სპეციალური სახეობები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები