ფოსფორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფოსფორი (ბერძ. phōs შუქი და phoros მზიდი) – ელემენტთა პერიოდული სისტემის მეხუთე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის არამეტალური ელემენტი. სიმბოლო – P. სიმკვრივე თეთრი ფოსფორის – 1823 კგ/მ3; წითელის – 2200-2340 კგ/მ3; იისფერის – 2360 კგ/მ3; შავის – 2690 კგ/მ3. დნობის ტემპერატურა – 44,15°C; დუღილის ტემპერატურა – 279,85°C. ელემენტური ფოსფორი გვხვდება ორი ძირითადი ფორმით – თეთრი და წითელი ფოსფორის სახით. თეთრ ფოსფორს ახასიათებს ფოსფოროსენცია – სიბნელეში ანათებს, რასაც განაპირობებს ფოსფორის ორთქლის ჟანგვა, არსებობს აგრეთვე იისფერი და შავი ფოსფორი. დიდი ქიმიური აქტიურობის გამო ფოსფორი ბუნებაში თავისუფალი სახით არ გვხვდება. წარმოქმნის დაახლოებით 190 მინერალს, რომელთა შორის მნიშვნელოვანია აპატიტი, ფოსფორიტი და სხვა. ფოსფორი მიიღება აპატიტისა და ფოსფორიტის ურთიერთქმედებით კოქსთან და კაჟმიწასთან 1600°C ტემპერატურაზე. ის მნიშვნელოვანი პროდუქტია ფოლადის წარმოებაში, ფოსფორ-ბრონზეს და სხვა მრავალი მსგავსი პროდუქტების მისაღებად. ფოსფორი ემატება მეტალურ სპილენძს, რათა მიიღონ უჟანგბადო სპილენძი ან ფოსფორშემცველი სპილენძის შენალღობი, რომელსაც უფრო მაღალი თერმული და ელექტრული გამტარობა აქვს, ვიდრე სუფთა სპილენძს. ფოსფორი გამოიყენება აგრეთვე, სპეციალური მინების (რომელსაც შემდგომ იყენებენ ნატრიუმის ნათურებში), ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად; სასუქების, ასანთის წარმოებაში და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები