ფოლკლორული კანონები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ფოლკლორული კანონები“ – ვარიანტების შექმნისა და გავრცელების მთავარი პრინციპები, რომლებიც შეიმუშავა „ფინურმა სკოლამ“. ესაა: დავიწყებისა და გაფართოების კანონები; პირველი იწვევს ფაბულის დაკნინებას, მოტივებისა და ეპიზოდების შეკვეცასა და გადაადგილებას, ხოლო მეორე – ფაბულის გავრცელებას, შესაფერი მოტივებითა და ეპიზოდებით გამდიდრებას; გადასხვაფერების კანონი, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ქვეკანონს, როგორიცაა, მაგალითად, თანაბარ სიდიდეთა შენაცვლების კანონი და კონტრასტული შეცვლის კანონი. ფოლკლორული ნაწარმოების საბოლოო ფორმის ჩამოყალიბებასა და მის შენარჩუნებას არეგულირებს თვითგასწორების კანონი.

„ფინური სკოლის“ მიერ შემუშავებული ეს კანონები ემყარება ამ სკოლის დამაარსებელთა კვლევის მეთოდს, რომელიც ისტორიულ-გეოგრაფიული მეთოდის სახელწოდებითაა ცნობილი.

ჯ. ბარდაველიძე



ლიტერატურა

მ. ჩიქოვანი, ქართული ფოლკლორი, 1946;

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები