ფორთოხალი იაფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფორთოხალი იაფა - პალესტინაში ფორთოხალი იაფა ცნობილია „ბელადის“, „შამუტის“, და „ჰეტმალის“ სახელწოდებით, მაგრამ ყველა ესენი წარმოადგენენ სხვადასხვა ჯიშს. ასეთი გაურკვევლობა გამოწვეულია ამ ჯიშების ერთი და იმავე წინაპრისაგან წარმოშობითა და კვირტის მუტაციით. მათი ურთიერთისაგან გარჩევა ხშირად ძნელია. ახალ-ახალი კვირტის მუტაციის შედეგად ან უბრუნდებიან წარმომშობ წინაპარს, სახელდობრ „ბელადის“ ფორმას, ან ერთიმეორის მსგავს თვისებებს ამჟღავნებენ. შემჩნეულია ისეთი ხეებიც, რომელთა კრონა ნახევრად „ბელადს“ ჰგავს და ნახევრად კი „შამუტს“.

ტიპიური „შამუტი“ არსებობს პალესტინის განსაზღვრულ რაიონებში, სხვაგან ისეთ ცვალებადობებს განიცდის, რომ მასში შამუტის გამოცნობა ძნელია. გარემო პირობების შეცვლა იწვევს მკვეთრ რეაქციას და გავლენას ახდენს ნიშანთვისების გამომჟღავნებაზე.

ჩვენში (აჭარასა და აფხაზეთში) ფორთოხალი იაფას სახელწოდებით გვხვდება 40–45 წლის ეგზემპლარები (ჩაქვის საბჭოთა მეურნეობაში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, აგროტექნიკუმის ბაღში, ქალაქის ბაღში, სინოპსა და სხვაგან), რომლებიც ერთმანეთისაგან მეტად განსხვავდება. უფრო ხშირად გვხვდება შემდეგი ტიპის იაფას ფორთოხლის ფორმა:

ხე საშუალო ან საშუალოზე დიდია, სიმაღლე – 4 მეტრი, ვარჯის დიამეტრი – 4–5 მეტრი. მთავარი ტოტები იწყება მიწის ზედაპირიდან, ტოტების ნაწილი დახრილია. კრონა ძლიერ სქელია, უხვად შეფოთლილი, ფართო და სქელი, მბზინვარე ფოთლებით. მთავარ ტოტებზე ქერქი რუხია, აჭრელებული, მუქი ყვითელი მოგრძო ზოლებით. ნოჩი ტოტები და ყლორტები ოდნავ წახნაგოვანია, საკმაოდ გრძელი მუხლთაშორისებით (3–4 სმ.). ფოთოლთ განწყობა უწესო სპირალურია, ხშირად მოპირისპირე. ნორჩი ყლორტები და კვირტები ოდნავ შებუსვილია თხელი და ნაზი ბუსუსებით. ეკლები არა აქვს.

ფოთლები დიდია, ფართო, წესიერი, ოვალური, 25 სმ-დე სიგრძისა და 12 სმ. სიგანისა. ზედაპირი გლუვია, დიდი ფოთლებისა კი – დაბუშტული. ფოთლის ფუძე მომრგვალებულია, წვერი ბლაგწვეტიანია, გლუვია, დიდი ფოთლებისა კი – დაბუშტული. ფოთლის ფუძე მომრგვალებულია, წვერი ბლაგვწვეტიანი, გლუვია, დიდი ფოთლებისა კი – დაბუშტული. ფოთლის ფუძე მომრგვალებულია, წვერი ბლაგვწვეტიანი, გაორებული. ყუნწი საშუალოა (2–3.), ფრთები ცვალებადი: შემორკალული ან ვიწრო.

ნაყოფი ძალიან ლამაზია, მოწითალო-ნარინჯისფერი, წაწვრილებული მოგრძო ან კვერცხისებრი და საშუალოზე დიდი. წონა 225 გრამამდეა, სიმაღლე 8,5 სმ., დიამეტრი 7,5–8 სმ. ეთერზეთოვანი ჯირკვლები აქვს როგორც ჩამჯდარი, ისე ზედაპირული. ნაყოფის წვერი მომრგვალებულია, ცოტათი ჩაზნექილი. ფუძე გადაკვეთილი კონუსისმაგვარია, ბორცვიანი რკალით ყუნწის გარშემო. კანი სქელია 1 სმ-მდე, გარე შრე ყვითელია, შიგა – თეთრი, სქელი და მკვრივი, აქა-იქ მობნეული ჯირკვლებით. კანი ჩვეულებრივი გემოსია, ძლიერ მწარე, მჭიდროდ მიკრული რბილთან, სხვა ფორთოხალთან შედარებით ადვილად მოსაცილებელია. გულის ღერძი საშუალოზე დიდია, ამოვსებული (1სმ-ზე მეტი დიამეტრისა). რბილი შედგება 10–12 მახვილსოლისებრი არათანასწორი სეგმენტისაგან. ურთიერთშებმულობა სუსტია, აპკი – ნაზი და თხელია. საწვნე უჯრედები თხელგარსიანია, გრძელი და მსხვილი, ერთ ბოლოზე ძაფის მაგვარი ნართით.

წვენი გამჭვირვალე, მეტად სასიამოვნო და მომჟავო-ტკბილია. რბილი მუქი ნარინჯისფერისაა, მსხვილმარცვლოვანი; გემო სასიამოვნო აქვს.

თესლი 1–3-ია თითო ნაყოფში. საფარის შიგა შრე ვარდისფერია, ყავისფერი ზოლებით; ქალაძის საფარი ყავისფერია, ლებნები მრავალია 4–5, თეთრი. ჩანასახი თეთრი და პატარაა.

ფორთოხალი იაფა ნაკლებად ყინვაგამძლე ჯიშია, მაგრამ აწერილ მცენარეს (20–25 წლიანია) მოყინვის კვალი არ აჩნია და არც დაზიანებულია ავადმყოფობით ან მავნებლებით.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები