ფორიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფორიანობა – მასალის ფორების მოცულობის ფარდობა მასალის საერთო მოცულობასთან; მასალის ფორებით შევსების ხარისხი, ანუ მასალის მოცულობის რა ნაწილია დაკავებული ფორებით. მასალის ფორიანობა იცვლება დიდ ფარგლებში, 0,2-0,8% – გრანიტისა და მარმარილოსათვის და 98%-მდე ქაფმასალებისა და მინერალური ბამბისათვის. ფორების რაოდენობასა და ხასიათზე (ზომები და ფორმა, ღია თუ დახურული) დამოკიდებულია მასალის უმნიშვნელოვანესი თვისებები: სიმკვრივე, სიმტკიცე, ხანმედეგობა, თბოგამტარობა, წყალშთანთქმა, წყალჟონადობა და სხვ. ღია ფორები ზრდის მასალის წყალჟონადობას და აუარესებს ყინვამედეგობას, თუმცა ბგერასაიზოლაციო მასალებში ღია ფორები სასურველია, რადგან ისინი ნთქავს ბგერის ენერგიას. ღია ფორების ხარჯზე დახურული ფორების გაზრდა ამაღლებს მასალის ხანმედეგობასა და ამცირებს თბოგამტარობას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები