ფრუიძე მანანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანანა ფრუიძე

ფრუიძე მანანა − (1970), პოეტი. დაიბადა ლეჩხუმში. სწავლობდა სოფელ ალპანის სკოლაში. შემდეგ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტი. ლექსების წერა მეორე კლასიდან დაიწყო. მისი პირველი ლექსი რაიონულ გაზეთში გამოქვეყნდა, როცა 15 წლის იყო. მერე სხვა გაზეთებშიც აქვეყნებდა ლექსებს. შემდეგ დიდი პაუზა ჰქონდა 2000 წლამდე. XX-XXI საუკუნეთა გასაყარზე ისევ მიუბრუნდა პოეზიას... 14 წელია ამერიკაში ცხოვრობს... მისი წიგნი „გაზაფხულიდან შემოდგომამდე“ 2020 წელს გამოვიდა. მის რამდენიმე ლექსზე სიმღერაა დაწერილი.


* * *
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები