ფსიქიკური აშლილობა ორგანული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიქიკური აშლილობა, ორგანული [mental disorder, organic] ეტიოლოგიური ნიშნით დაჯგუფებული ფსიქიკურ აშლილობათა მთელი რიგი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის ორგანული დაავადებით, ტვინის დაზიანებით ან ცერებრალური დისფუნქციის გამომწვევი ნებისმიერი სხვა დარღვევით. დისფუნქცია შეიძლება იყოს პირველადი (მაგ., ტვინზე უშუალოდ ან არჩევითად მოქმედი დაავადების და დაზიანების დროს), ან მეორადი (მაგ., სისტემური დაავადებების და აშლილობების დროს, როდესაც ტვინი, როგორც ერთ-ერთი ორგანო ან სისტემა, ზიანდება). ბოლო ქვეჯგუფს განეკუთვნება ტერმინი „სიმპტომატური ფსიქიკური აშლილობები“.


იხილე აგრეთვე

ორგანული ფსიქოსინდრომი

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები