ფუნქცია პირველადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფუნქცია პირველადი (ანუ პრიმიტიული) – ფუნქცია F, რომლის წარმოებული მოცემული f ფუნქციის ტოლია, ე. ი. F’=f. პირველადი ფუნქციის მოძებნა წარმოადგენს გაწარმოების შებრუნებულ მოქმედებას; ის არ არის ცალსახა: f ფუნქციისათვის არსებობს უსასრულოდ მრავალი პირველადი ფუნქცია, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ მუდმივი შესაკრებით განსხვავდებიან. f ფუნქციის ყველა პირველადი ფუნქციის ერთობლიობას ეწოდება განუსაზღვრელი ინტეგრალი f ფუნქციიდან.

სახელწოდება fonction primitive („ფუნქციის წარმოებულის“ – fonction derivee -ს მაგივრად) შემოიღო ლაგრანჟმაანალიზურ ფუნქციათა თეორიაში“ (1797). ლათინური primitivus ნიშნავს „საწყისს“ და ტერმინები „პრიმიტიული“ და „წარმოებული“ სრულად ასახავენ ორ ფუნქციას შორის დამოკიდებულებას – საწყისს და მისგან ნაწარმოებს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები