ფურის რქა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფურის რქა — როცა ხახმატის გიორგიმ ქაჯავეთიდან დიდრონი ხარძროხა მოდენა, ხეობაში სიმჭიდროვის გამო ერთ ცალრქა ფურს ეს ერთადერთი რქა მოტყდა, აიღეს ეს რქა და სალუდე ქერის საწყაოდ დასახეს. თავად რქა, როგორც ეტალონი, კვრივ ადგილას, ციხის ნანგრევში, შეინახეს, ხოლო მისი ოდენობის ჭურჭლები დაამზადეს. ყოველ დღეობაზე, როცა ლუდის დუღების სამზადისს შეუდგებიან, იმ რქის ოდენობის ჭურჭლით აწყავენ სალუდე ქერს, რომ ზუსტად იცოდნენ, რამდენი ლუდია საჭირო დღეობაზე.

იხილე აგრეთვე

ქაჯავეთის განძი

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები