ფუტკარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფუტკარა

ფუტკარა - (Digitalis ferruginea L.); ოჯახი: მავნამალასებრნი (Scrophulariaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 40-150 სმ. სწორად მდგომი, დაღარული, მარტივი, შიშველი ან მცირედ შებუსული. ფოთლები მთლიანია, კიდეებზე დაშორიშორებულკბილებიანი, ზედა მხარე შიშველი, ქვედა – ძარღვების გასწვრივ შებუსული. ფოთლის სიგრძე 15-30 სმ-ია. ქვედა ფოთლები სამერ-ლანცეტაა, გრძელყუნწიანი. ზედა ფოთლები – მოგრძო-ლანცეტა, მჯდომარე. ყვავილები ორფერდა. კენწრული მტევანია ყვავილი მღვრიე ყვითელი ფერისაა, შიგნიდან უფრო მუქი დაძარღვით. ყვავილის ზედა ტუჩი ორნაკვთიანია და ქვედა ტუჩზე მოკლე. ქვედა ტუჩი 2-3-ნაკვთიანია, გაფანტული ბეწვით შემოსილი. ყვ. ნაყ. VI-VIII. კახეთის რეგიონში ეს მცენარე არც თუ ისე ხშირია, გავრცელებულია ტყისპირა მიდამოებსა და ველობებში, ბუჩქნარებში. მისი ნახვა შესაძლებელია თელავისა და შუამთის მიდამოებში. ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოშია ცნობილი.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები