ქართული მეკვერნე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული მეკვერნე

ქართული მეკვერნე - ძაღლი. (მყეფარა) უძველესი აბორიგენული კვერნაზე მონადირე ჯიშია. სამწუხაროდ,იგი მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი.

ქართული მეკვერნე ძაღლის წარმოშობის ადგილად დასავლეთი საქართველოა მიჩნეული. იგი სარეწაო ნადირზე მონადირე ერთადერთი ქართული ჯიშის ძაღლია. მისი სიმაღლე 45-50 სანტიმეტრია. აქვს აცქვეტილი ყურები, წაბლისფერი უხეში ბეწვი, ხოლო მკერდი, მუცელი, ფეხები და კუდის ბოლო-თეთრი.

ჯიშის დამახასიათებელი ნიშნებია:

კისერზე თეთრი საყელოს მსგავსი ზოლი, მოკლე და მკვრივი კისერი, ხოლო თვალებს ხშირად წითელი ფერი დაკრავს, რაც განსაკუთრებული სიავის ნიშანია და, მართლაც, უცხო პირების მიმართ განსაკუთრებული სიავით, შეუპოვრობით და დაუნდობლობით გამოირჩევა. დაუბმელი მეკვერნე ძაღლი თავისით მიდის სანადიროდ და, შეუპოვრობის გამო, ხშირ შემთხვევაში მასზე ძლიერ ნადირს აკლავს თავს.

მეკვერნე ძაღლი უახლოეს წარსულში საკმაოდ იყო მომრავლებული საქართველოს ყველა კუთხეში. დღეს კი იგი შემორჩენილია მხოლოდ გურიისა და აჭარის რეგიონებში. ძველად მეკვერნე ძაღლი აჭარიდან თურქეთში (ოსმალეთში) გაჰყავდათ, სადაც, კარგი მოვლა-პატრონობის შედეგად, უკეთ შეინარჩუნა თავისი ტიპი - სტანდარტი. ჩვენში კი იგი, უყურადღებობის გამო, ფაქტობრივად გადაგვარების გზაზეა დამდგარი.

საჭიროდ მიგვაჩნია, ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მეტი ძალისხმევა ამ უნიკალური ჯიშის ძაღლის შენარჩუნებისა და მომრავლებისადმი.



წყარო

პური ჩვენი არსობისა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები