ქვაბლოვანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვაბლოვანი – დასახლებული პუნქტი ძველ საქართველოში, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში, მის ორივე მხარეს, ამჟამინდელი სოფელი ფლატეს (ადიგენის მუნიციპალიტეტი) სამხრეთით. იგი დატანილია ვახუშტი ბაგრატიონის „სამცხის” რუკაზე (XVIII ს.), მოხსენიებულია აგრეთვე „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში” (XVI ს.) და გიულდენშტედტის მოგზაურობაში (XVIII ს.). სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა „ქვაბული”-საგან. ფუძისეული ასო „უ” ამოვარდნის შედეგად „ქვაბულიანის” ნაცვლად მივიღეთ „ქვაბლიანი”.

წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები