ქვარიანი სიმონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვარიანი სიმონ − (1868 − 1946), ქართველი ისტორიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი. დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა მონპელიეს უმაღლესი აგრონომიული სასწავლებელი (მევენახეობის სპეციალობით). 1894-1896 წლებში მსახურობდა თბილისში ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში; 1901 წლიდან მოღვაწეობდა სალიტერატურო სარბიელზე; ათავსებდა წერილებს ქართულ-რუსულ ჟურნალ-გაზეთებში; 1907–1912 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისში; 1918 წელს მენშევიკურმა მთავრობამ მიიწვია ფინანსთა სამინისტროში მდივნად; 1921-1923 წლებში მსახურობდა ბათუმში საგარეო ვაჭრობის განყოფილებაში საქმეთა მმართველად და სამხედრო საზღვაო სასწავლებელში ქართულ−ფრანგული ენის ლექტორად; 1923 წელს თბილისში ფინსახკომში სავალიუტო განყოფილების ინსპექტორად, შემდეგ მესამე შემნახველ სალაროს გამგედ; 1925-1930 წლებში შინვაჭრობის კომისარიატში, საქართველოს ფინსახკომში, საქართველოს წყალთა სამმართველოში, საქართველოს მიწსახკომში;

ავტორია ისტორიული თხზულებებისა: „ქართველი ერის უძველესი კულტურა და როლი მსოფლიო ისტორიაში“ (1901), „ხეთი და ნაირი“ (1909), „საქართველოს ისტორია“ (1917); მას ეკუთვნის ასევე მოთხრობები: „ანჟელინა“, „ცაცინა“, „შოთა რუსთაველი“; პუბლიცისტური თხზულებები; წერილები ქართული ლიტერატურის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე; რომანი „დიდი მოურავი“ (1937, თბილისი), მისი ლექსების კრებული „სუმბული” დაიბეჭდა 1901 წელს.


მცხეთას, ქართველებს
ძმანო! ერეკლეს დიდ საფლავს
ჩვენგანაც კადრეთ ამბორი,
დაადეთ გრძნობის გვირგვინი
ჩვენის გულიდან ნასროლი.
ჩასძახეთ: გმირო, შენს ივერს
გარს დახვევია ყვავ-ქორი,
აღსდექ და ერთიც შეგრგვინე,
გადააფრინე მთა-გორი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები