ქუჩის ლოთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ქუჩის ნარკომანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქუჩის ლოთი ან ნარკომანი - (street drinker or drug user), პირი, რომელიც ღებულობს ალკოჰოლს ან სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ქუჩაში, ან სხვა ამისათვის შეუფერებელ საზოგადოებრივ ადგილზე.

ტერმინი გულისხმობს, რომ აღნიშნული ქმედება ატარებს ჩვეულ ხასიათს და მოცემული პირი განიცდის გაჭირვებას. ტერმინი „უსახლკარო“ და „მაწანწალა“ ხშირად გულისხმობს ალკოჰოლის ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებას აღნიშნულ საზოგადოებრივ ადგილებზე. არსებობს სხვადასხვა ყოფითი გამოთქმა და იურიდიული ტერმინი იმ პირთა აღსანიშნავად, ვინც განიცდის ამგვარ გაჭირვებას, არის მარგინალი და ღებულობს ალკოჰოლს ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ან იმყოფება ინტოქსიკაციის მდგომარეობაში საზოგადოებრივ ადგილებში, მაგ., ალკოჰოლიკი „სკიდ როუ“-დან მაწანწალა ალკოჰოლიკი, უსახლკარო ალკოჰოლიკი, ქრონიკული მსმელი სამართალდამრღვევი (ლოთობა), საზოგადოებრივ ადგილზე ინტოქსიკაციის მდგომარეობაში მყოფი სამართალდამრღვევი. საფრანგეთში გამოიყენება გამოთქმა „კლოშარი“.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები