ქუჩუკაშვილი ქეთევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქეთევან ქუჩუკაშვილი

ქუჩუკაშვილი ქეთევან − (1915-2012), საბავშვო მწერალი, პოეტი და დრამატურგი. შიო მღვიმელის ქალიშვილი. დაამთავრა თსუ-ს გეოლოგიის ფაკულტეტი 1938 წელს. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1934 წელს. ეკუთვნის პიესები: „ზამთრის ზღაპარი” (დაიდგა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1945, წიგნად გამოიცა 1947, 1953), „კონკია” (დაიდგა იქვე 1965, წიგნად გამოიცა 1973), „გოგო ხოხესია” (დაიდგა იქვე, 1978; მესხეთის სახელმწიფო თეატრში 1974). ეკუთვნის საყმაწვილო კრებულები: „ჩვენი ეზოს ბავშვები” (1953), „ბიჭები” (1959), „თბილი პური” (1963, 1970, 1977), პიესა „წიფლია” (1960), აგრეთვე მოთხრობების კრებულები: „ყვავილები მდინარეზე” (1962), „მოთხრობები” (1964), ლექსების კრებული – „ჩვენი ეზოს ბავშვები” (1953) და სხვა.


მე სკოლაში მივდივარ
სკოლისათვის ვემზადები, ახლა უკვე დიდი ვარ,
დღეს პირველად, სულ პირველად
მე სკოლაში მივდივარ.
ჩანთას ვეძებ, წიგნებს ვეძებ, არ ვივიწყებ არაფერს,
უჰ, რამდენჯერ სავსე ჩანთა ისევ ამოვალაგე.
ფანჯარაზე ჭრელი კატა წევს და ჩუმად კრუტუნებს.
ჩემს უცნაურ ორომტრიალს ის შორიდან უყურებს.
ჭრელ კუდს იქნევს, ქურდბაცაცას ულვაშები უბზინავს,
თან დამცინის: ეგ ჩანთა ხომ გასტენეო უწინაც...
სტყუი, ფისო, შემომხედე! ახლა მართლა დიდი ვარ,
დამიჯერე, დღეს ნამდვილად მე სკოლაში მივდივარ.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები