ღაჯია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღაჯია

ღაჯია - საცერულის სახეობა. გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, უკანასკნელ დრომდე შემოინახა ხევსურეთმა.

ღაჯია შედგება სამმაგად ერთიმეორეზე დაკავშირებული თითბრის რგოლებისაგან, თითოეული რგოლი ცალკეა ჩამოსხმული, რგოლის ქვემო ნაწილში აქვს აშია, ხოლო ზემოთ წაწვერილი კბილები (5-დან 10მ-მდე). რგოლების კბილები უსწორმასწოროდ არიან განლაგებულნი, რათა მოწინააღმდეგეს დარტყმისას მეტი ზიანი მიაყენოს. რგოლებს კბილებთან აქვს მხრები, აშიის ზედაპირს ხშირად ამკობენ ორნამენტებით.

ლიტერატურა

გ. ჩიტაია, ხევსურული საცერული, შრომები ტ. II, 2000. მ.ქ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები