ღვარცოფული კერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღვარცოფული კერაღვარცოფული აუზის უბანი, ჩვეულებრივ მის ზედა ნაწილში, სადაც მიმდინარეობს ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. ეროზიული და გამრღვევი მექანიზმის შედეგად ღვარცოფული კერის ფორმირების ადგილად ფიქსირდება კალაპოტში ღვარცოფული ტალღის წარმოქმნა, რომლის ქვემოთ ჩამოქცევისა და ჩამომეწყვრის (ფერდზე გრუნტის მასების, თოვლისა და ფირნის მოწყვეტა) შედეგად შეიმჩნევა ღვარცოფის უწყვეტი მოძრაობის კვალი. ღვარცოფული აუზის საზღვრებში ღვრაცოფული კერის ადგილმდებარეობა არ არის მუდმივი. ღვარცოფული კერისგან განასხვავებენ ღვარცოფის მყარი კვების კერას – ღვარცოფის ფორმირებისა და ტრანზიტულ ზონაში არსებულ ღვარცოფული აუზის უბანს, სადაც განლაგებულია მთის ქანების მასივები, რომელთაც გადანაცვლება-გარეცხვის და მათი ღვარცოფულ ნაკადში ჩათრევის უნარი აქვთ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები