ღია ზღვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღია ზღვა - საზღვაო სივრცე, რომელიც არ ექვემდებარება რომელიმე სახელმწიფოს სუვერენიტეტს. ის არის ტერიტორიული, არქიპელაგური და შიდა წყლების ფარგლებს გარეთ, რომლითაც ყველა ქვეყანა სარგებლობს. ზოგჯერ უწოდებენ საერთაშორისო ან ნეიტრალურ წყლებს, მაგრამ ეს ტერმინები არ დამკვიდრდა საერთაშორისო სამართალში.

ღია ზღვის გამოყენებას საფუძვლად უდევს მისი თავისუფლების (ნაოსნობის, ფრენის, თევზჭერის, მეცნიერული კვლევის, წყალქვეშა კომუნიკაციებისა და ხელოვნური კუნძულების აგების თავისუფლება) პრინციპი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები