ღონიაშვილი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღონიაშვილი შალვა – (1973 – 2012), პოეტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა სოფელ ნორიოს საშუალო სკოლა. 1995 წლიდან სწავლობდა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, ლიტერატურული დაოსტატების ფაკულტეტზე. ინსტიტუტიდან გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 2000-2011 წლებში ცხოვრობდა საფრანგეთში. გარდაიცვალა თბილისში. მისი პოეტური კრებულებია: „წვიმის წვეთები“ (1995), „მარიანანე“ (2000), „შემოდგომის მესაიდუმლე“ (2004).


მარგარიტა
ძველი თბილისის ბებერ აივნებს
ნუ შემატოვებთ, როგორც ძველ არღანს,
მე შემიყვარდა დღეს მარგარიტა,
რა ვუთხრა მხატვარს?!..
მე შევიყვარე შენი თვალები,
რა უნდა პარიზს თუ გეფერები,
დავაგვიანე, დახატული ხარ
სხვისი ხელებით.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები