ყაბალახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყაბალახი

ყაბალახი - მამაკაცის თავსაბურავის სახეობა, მასალად გამოიყენებოდა ძირითადად შინ ნაქსოვი შალი, თივთიკი, შალ-აბრეშუმი, დარაია, იშვიათად მაუდი.

ქალის ყაბალახი

ქართულ ყოფაში ყაბალახი ბაშლაყის, ბაშლუღის სახელითაც იწოდება. აღნიშნულ ტერმინთაგან ბაშლუღი თურქული სიტყვაა, სადაც „ბაშ“ თავს ნიშნავს, „ლუღი“ ფორმანტია დანიშნულების სახელთა მაწარმოებელი.

ყაბალახის სინონიმური ფორმაა „ჩაბალახი“ ნიკორწმინდის XIს. სიგელის მიხედვით საომარი დანიშნულების თავსაბურავია. ამ დანიშნულებითაა მოხსენიებული არაერთ ისტორიულ წყაროში (ჟამთააღმწერელი, ჯუანშერი და სხვ.) სულხან-საბა ორბელიანი ჩაბალახს საომარ დანიშნულებასთან ერთად მის სხვა ფუნქციასაც აღნიშნავს - „გინა წვიმაში ჩამოსაცმელი“.

ყაბალახის თარგი ერთგვაროვანია. ყაბალახი იხმარებოდა როგორც დამოუკიდებელი, ისე დამატებით თავსაბურავი. ამ მიზნით მას ბოხოხის ან განიბალდური ქუდის ზევიდან იხურავდნენ. მოხვევის წესებიც სხვადასხვანაირი იყო: მეგრული, გურული, ჩოხური და სხვ.

ყაბალახებს ამკობდნენ ყაითნის ზონრებით, ჩაფარიშით, ოქრომკედისა და სირმის ქარგულობით, რომელიც უფრო ხშირად მცენარეული ორნამენტის მოტივითაა წარმოდგენილი. ამას ემატება თავსაბურავის წვერზე გამობმული აბრეშუმის ძაფით, სირმით ან ოქრომკედით ნაკეთები ფოჩი. ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებულია ქალის ყაბალახიც.



ლიტერატურა

ნ. გურგენიძე, თურქული ენობრივი ელემენტების შესახებ აჭარულ და გურულ დიალექტებში, „მაცნე“ 4, 1969.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები