ყაზახური ნაზსაწმისიანი ცხვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nazsawmisianicxvari.PNG

ყაზახური ნაზსაწმისიანი ცხვარი - გამოყვანილია ყაზახეთის ნახევრად უდაბური სტეპის პირობებში მოსაშენებლად, ადგილობრივი დუმიანი ცხვრისა და პრეკოსის ჯიშის შეჯვარებით. ეს ცხვარი ტანადია, მაგარი კონსტიტუცია აქვს. ნერბების ცოცხალი წონა 55-65 კილოგრამია, ყოჩების 80 -100 კილოგრამი. მეტწილად დოლაა (ურქო) ან კიდევ მხოლოდ რქის ჩანასახები აქვს.

(ბოკოლა), ყოჩებიც დოლაა ან რქიანი. კანის ნაოჭები არ ახასიათებთ. კანძის წონა ნერბებში 3,5-4,0 კილოგრამია, ყოჩებში კი 5,0 - 6,0 კილოგრამი; მატყლი ნაზია, უპირატესად 60 და 64 ხარისხის. სიგრძით 7-8 სანტიმეტრი. ზოგიერთ შემთხვევაში ცხიმოვლის ნაკლებობა აღინიშნება. საერთოდ, ამ ჯიშის ცხოველები კარგი მეხორცულობისა და მატყლიანობის თვისებებით გამოირჩევა.

წყარო

მეცხვარეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები