ყაურმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყაურმა – ხორციანი კერძი.

საყაურმე ხორცი აუცილებლად ქონიანი უნდა ყოფილიყო. ასეთ ხორცს წვრილად დაჭრიდნენ და მოხარშავდნენ. თუ ქონი ცოტა იყო, დაუმატებდნენ. მოხარშულ ხორცს შეკაზმავდნენ და ინახავდნენ. ჭურჭელში ჩასხმული ხორცი ზემოდან ქონს მოიცვამდა და გაცივების შემდგომ გაქვავებული ქონი ყაურმას გერმეტიულად ინახავდა. ყაურმას, ძირითადად, გვიან შემოდგომაზე აკეთებდნენ და ზამთრის განმავლობაში იყენებდნენ. თანამედროვეობაში ყაურმას მინის ქილებში ინახავენ.


ლიტერატურა

აბაშიძე, კომახიძე, 1998:138.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები