ყიფშიძე იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ ყიფშიძე

ყიფშიძე იოსებ ალექსის ძე - (დ. - 1882, სოფ. რგანი - გ. - 1919, თბილისი) - ფილოლოგი, ენათმეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თსუ პროფესორთა საბჭოს მდივანი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1911 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა აღმოსავლეთის პრაქტიკულ აკადემიაში კავკასიური ენების შესწავლის კურსებზე. 1915 წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, სადაც კითხულობდა ქართული ენის კურსს. იყო პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პირველი თავმჯდომარე. 1917 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ივანე ჯავახიშვილთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა თსუ-ის დაარსებაში, იყო თსუ-ის პროფესორთა საბჭოს პირველი სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი. იკვლევდა ქართველურ ენებს, მათი აგებულებისა და ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია მისი გამოკვლევები „დამატებითი ცნობები ჭანურის შესახებ” (1911), „ჭანური ტექსტები“, „მეგრული ენის გრამატიკა ტექსტებითა და ლექსიკონით” (1915), „ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში“ (1919-1920) და სხვ. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობები და ნეკროლეგები დაიბეჭდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თითქმის ყველა გაზეთში. უნივერსიტეტსა და პროფესორის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს მთავრობამ.

მანანა ლილუაშვილი



ლიტერატურა

  • ს. გორგაძე, პროფესორი იოსებ ყიფშიძე, „მიმომხილველი“, 1926;
  • კ. დანელია, ,იოსებ ყიფშიძის ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა, 1985;
  • ვ. თოფურია, იოსებ ყიფშიძე, გაზ. „კომუნისტი“, 1939, 28 თებერვალი.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები