ყური და ბანაობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყური და ბანაობა — ყურის პათოლოგიების ხშირი მიზეზია ბანაობა, აუზი, აბანო, ზღვა. ხშირად, ყურის ტკივილი, სმენის დაქვეითება და ჩირქდენები, სწორედ ამ ადგილებში ყოფნის შემდეგ აწუხებთ პაციენტებს. არსებობს ამის რამდენიმე მიზეზი:

მშრალი დაფის აპკის პერფორაცია – წყალი შუა ყურის ინფიცირებას იწვევს;

ქრონიკული ოტიტი და ქოლესტეატომური დაავადება – ქოლესტეატომა გიგროსკოპულია და შესაბამისად, იწოვს წყალს. ეს იწვევს ყურში მდგომარეობის გართულებას;

ძალიან ხშირად, წყალი მხოლოდ გარეთა სასმენი მილის საცობს აფუებს და ამით სმენის დაქვეითებას იწვევს.

ეკზემური პაციენტები ხშირად ვერ იტანენ აუზის ქლორიან წყალს. თუმცა, ყურში წყლის მოხვედრა მხოლოდ პერფორირებული დაფის აპკის მქონე პაციენტებშია აკრძალული.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები