შავი არწივი (ბლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავი არწივი

შავი არწივი - (Black Eagle); ბლის ამერიკული ჯიშია, ფართოდ გავრცელებულია ამჟამად ოჰაიოსა და პენსილვანიაში. საქართველოს რაიონებში გვხვდება ცალკე ხეების სახით, ფართოდ არ არის გავრცელებული. ხშირად ამ ჯიშს ურევენ „თათრულ შავში“ და ამ სახელწოდებით ცნობილია გორის რაიონში.

ხე ძლიერი ზრდისაა, მომრგვალო ვარჯით.

ნაყოფი მსხვილია, მოგრძო ფორმის, შებრტყელებული, არასწორი ზედაპირით. ნაყოფის კანი მკვრივია, სქელი, თითქმის შავი. ნაყოფის ხორცი მოშავო-წითელი ფერისაა, მკვრივი, მაგრამ ნაზი, სურნელოვანი, ტკბილი, ძალიან გემრიელი, წვნიანი; წვენი მუქადფაა შეღებილი. კურკა საშუალო ზომისაა. ნაყოფი მწიფდება თათრული შავის შემდეგ. საშუალო სეზონის კარგი სუფრის ჯიშია.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები