შავჯაგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავჯაგა

შავჯაგა – (Rhamnus pallasii Fisch. & C. A. Mey.); ოჯახი: ხეჭრელისებრნი (Rhamnaceae). დაბალი ტანის ტოტებგაშლილი ბუჩქია, ეკლიანი, წვრილი, მოწითალო-ყავისფერი ყლორტებით. ფოთლები კონებად არის შეკრული შემოკლებულ ყლორტებზე. ფოთლები ვიწრო-ხაზურია, სიგრძით 4 სმ-მდე და 5 მმ სიგანით, კიდეებზე დაკბილული. ზრდასრული ფოთლები შიშველია. ყვავილები მომწვანო ზომისაა, კონებად შეკრებილი. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე დამახასიათებელია არიდული მეჩხერი ტყეებისა და ქსეროფილური დაჯგუფებებისათვის. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ კონდოლისა და გარეჯის მიდამოებში. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები