შარაშიძე ტროფიმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შარაშიძე ტროფიმე დავითის ძე - ოზურგეთის სახალხო სკოლების ინსპექტორი.

ი. ფერაძე გამორჩეულად ახასიათებს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ტროფიმე შარაშიძეს, რომელიც ბათუმის მეორე ქართული სკოლის გამგე იყო 15 წელი, 1918 წლის იანვრიდან ის გადაიყვანეს მისსავე სასწავლებელთან გახსნილ უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგედ და შტატის მასწავლებლად. ოსმალთა მიერ ბათუმის აღების შემდეგ დანიშნეს ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

სცსა, ფ. 1935, აღწ. 2, საქ. 1373.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები