შეზღუდული ინტელექტის მქონე პაციენტის ინტერვიუირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეზღუდული ინტელექტის მქონე პაციენტის ინტერვიუირება -შეზღუდული ინტელექტის მქონე პაციენტების (ანუ დასწავლის დარღვევის მქონე პაციენტების) ინტრევიუირების პროცედურები ნორმალური ინტელექტის მქონე პაციენტების ინტრევიუირების პროცედურების მსგავსია, მაგრამ გარკვეულ მომენტებს მაინც უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. კითხვები უნდა იყოს მოკლე და მარტივი. არ უნდა გამოვიყენოთ მეტაფორული გამოთქმები. შესაძლოა, დახურულ კითხვებს გვერდი ვერ ავუაროთ, მაგრამ მათი გამოყენების შემთხვევაში პასუხები უნდა გადამოწმდეს. თუ კითხვაზე - „თქვენ ნაღვლიანი ხართ?” პასუხია - „დიახ”, კითხვაზე - „თქვენ კარგად გრძნობთ თავს?”, პასუხი იგივე არ უნდა იყოს. ზოგიერთი პაციენტი იმეორებს ინტერვიუერის ბოლო სიტყვას. ასეთი პასუხი არ შეიძლება გადამოწმების გარეშე დასტურად ჩავთვალოთ.

დასწავლის დარღვევის მქონე ადამიანებმა შეიძლება ვერ მიუთითონ სიმპტომის აღმოცენების დრო ან ვერ მოახერხონ იმის აღწერა, თუ რა თანმიმდევრობით გამოვლინდა სიმპტომები. და მაინც, ინტერვიუერისთვის მნიშვნელოვანია ყველა ამ სახის ინფორმაციის მოპოვება. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ აღწერს პაციენტი სიმპტომებს და იმაზეც, თუ რა აწუხებს მას.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები