შენგელია რომან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რომან შენგელია – 1939-1909 – ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1964), დაიბადა სოფელ იანეთში სამტრედიის რაიონი), 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, შემდეგ - ასპირანტურა. 1955-1960 წლებში მუშაობდა იმავე ფაჯულტეტზე. 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ჯერ - უმცროს, შემდეგ - უფროს და ბოლოს წამყვან მეცნიერ თანამშრომლად.

რომან შენგელია ფართო ერუდიციის მკვლევარი იყო. ძირითადად იკვლევდა ესთეტიკის პრობლემებს (ანტიკური ესთეტიკა, კანტის ესთეტიკა და სხვა), რომელსაც არაერთი სერიოზული ნაშრომი მიუძღვნა. ეწეოდა აგრეთვე ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას, ქართულად თარგმნა და გამოსცა მ. კაგანის დიდტანიანი სახელმძღვანელო ესთეტიკაში - „მარქსისტულ-ლენინური ესთეტიკა“ (1984).


თხზულებები

  • „ანტიკური ესთეტიკის ისტორიიდან“ (1970);
  • „ხელოვნების საზოგადოებრივი მნიშვნელობა“ (1972);
  • „ესთეტიკა და გონების ერთიანობის პრობლემა კანტის ფილოსოფიაში“ (1989).

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები