შენობის კონსტრუქციული სქემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შენობის კონსტრუქციული სქემა – სქემა, რომელიც ახასიათებს შენობის მზიდ კარკასს. მზიდ კარკასში შედის შენობის ელემენტების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მის სიმტკიცეს, სიხისტესა და მდგრადობას. მზიდი კარკასის სიმტკიცე არის უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს მოქმედ საანგარიშო დატვირთვებს, არ განიცადოს რღვევა და არ მიიღოს დასაშვებზე მეტი დეფორმაციები; სიხისტე – დატვირთვების ზემოქმედებით არ შეიცვალოს ფორმა, ხოლო მდგრადობა – შეინარჩუნოს წონასწორობა. ერთ-ერთი ამ თვისების დაკარგვა იწვევს შენობის მზიდი კარკასის წყობიდან გამოსვლას და ის უვარგისი ხდება ექსპლუატაციისათვის.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები