შეძენილი აფაზია ეპილეფსიით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეძენილი აფაზია ეპილეფსიით - (ლანდაუ-კლეფნერის სინდრომი) - (F80.3), (acquird aphasia with epilepsy (Landau-Kleffner syndrome), აშლილობა, როდესაც ბავშვი, რომელსაც აქამდე მეტყველება ნორმალურად უვითარდებოდა, კარგავს, როგორც რეცეპციული, ასევე ექსპრესიული მეტყველების ჩვევებს, მაგრამ ინტელექტის დაზიანების გარეშე.

ამ დაავადების დასაწყისს თან სდევს პაროქსიზმული აქტივობა ეეგ-ს დონეზე და, ხშირ შემთხვევაში, ეპილეფსიური შეტევები. ჩვეულებრივ, დაავადება იწყება 3-დან 7 წლამდე და უნარ-ჩვევების დაკარგვა ხდება რამდენიმე დღეში ან კვირაში. შეტევების დაწყებასა და მეტყველების დაკარგვას შორის დროში შესაძლოა სხვაობაც იყოს – ერთი შეიძლება წინ უძღოდეს მეორეს (ნებისმიერი თანმიმდევრობით) და ამ მოვლენებს ზოგჯერ დროის გარკვეული პერიოდი ყოფს – თვიდან ერთ წლამდე. კლინიკური თავისებურებანი შეიძლება მიუთითებდნენ ანთებითი ენცეფალური პროცესის ეტიოლოგიაზე.

პროგნოზი

პროგნოზი ვარირებს: დაახლოებით, ბავშვების ორ მესამედს უგრძელდება რეცეპციული მეტყველების დარღვევები, ხოლო მესამედი კი სრულიად იკურნება. მკურნალობა ყოველთვის არ არის მეტყველების გაუმჯობესების გარანტი.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები