ჩაბრაძე ბაჩანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაჩანა ჩაბრაძე

ჩაბრაძე ბაჩანა − (1976), ქართველი მთარგმნელი, პოეტი, ფილოსოფოსი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა თსუ-ს ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი და დასავლურ ენათა და კულტურათა უნივერსიტეტი ფრანგული და იტალიური ენების განხრით. 1998 წლიდან სწავლა განაგრძო საფრანგეთში. ქართულ პრესაში აქვეყნებდა ესეებს, თარგმანებს და პოეტურ ნაწარმოებებს. არის ლექსების ორი კრებულის ავტორი. 2011 წლიდან მუშაობს პარიზის „დეკარტის უნივერსიტეტის” ბიბლიოთეკაში. 2015 წელს გამოიცა ბაჩანა ჩაბრაძის თარგმანების კრებული „ფრანგული შანსონი”, რომელშიც შესულია კულტად ქცეული ფრანგული სიმღერების ტექსტები.


ჟოაკიმ დიუ ბელე
ნეტავი მას, ვინც მოვლო მსოფლიო
და, ვით იაზონ და ოდისევსი,
გამოცდილებით და სიბრძნით სავსე,
კვლავ დაუბრუნდა მხარეს მშობლიურს!
ეჰ, როდის ვნახავ კვამლის დინებას
ჩემი პატარა საკვამურიდან,
ეზოს, ასე რომ საამურია
და ზვრებზე მეტად მეწადინება?
რომის სასახლეს მე მირჩევნია
ქოხი, მშობლით რომ შემომრჩენია,
მარმარილოებს − თხელი ფიქალი,
მე ვამჯობინე ლუარა ტიბროსს,
პალატინს ჩემი სოფელი მიჯობს,
ზღვის ჰავას − ანჟუს მსუბუქი ქარი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები