ჩაწყობილა-ბაია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩაწყობილა-ბაია

ჩაწყობილა-ბაია - (Ficaria calthifolia Rchb. = Ficaria verna subsp. Calthifolia [Rchb.] Nyman); ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 10-20 სმ სიმაღლის, სწორად მდგომი, მარტივი ან დატოტვილი, ერთყვავილიანი ღეროთი. ფოთლები კვერცხისებურ-გულისებურია, ფუძესთან ამონაკვეთით, კიდემთლიანი ან ოდნავ ბლაგვკბილა, ყვავილი კაშკაშა ყვითელია. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე გავრცელებულია დაბლობიდან ტყის შუა სარტყლამდე, ტყეებში, ბუჩქნარებში, ტენიან ადგილებში. კახეთში ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია თელავისა და სოფელ შალაურის მიდამოებში, ლაგოდეხის ნაკრძალში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები