ჩებიშევი პაფნუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Chebishevi pafnuti.PNG

ჩებიშევი პაფნუტი (1821 – 1894), რუსი მათემატიკოსი და მექანიკოსი. მრავალმხრივია ჩებიშევის მეცნიერული კვლევის ძირითადი თემები: მათემატიკური ანალიზი, რიცხვთა თეორია, ალბათობათა თეორია, მანქანებისა და მექანიზმების თეორია, ზედაპირთა თეორია, ვარიაციული აღრიცხვა და მთელი რიგი სხვა მიმართულებანი მათემატიკასა და მექანიკაში. მისი შემოქმედებისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია კავშირი თეორიასა და პრაქტიკას შორის.

ჩებიშევის ერთ–ერთი საყვარელი კვლევის საგანი იყო მანქანებისა და მექანიზმების თეორია. მან დიდი რაოდენობის შრომა მიუძღვნა სახსრიანი მექანიზმების სინთეზს. ჩებიშევი მექანიზმების სინთეზის მათემატიკური თეორიის ფუძემდებელია. ნაშრომში „პარალელოგრამების სახელით ცნობილი მექანიზმების თეორია” მან პირველმა გამოიკვლია ბრტყელი მექანიზმების სტრუქტურა და მონახა მექანიზმის არსებობის პირობა.

ჩებიშევმა ღრმა და ნათელი კვალი დატოვა რუსეთში მათემატიკის და მისი მრავალი მნიშვნელოვანი დარგის განვითარების საკითხში.



წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები