ჩიტავაშლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩიტავაშლა

ჩიტავაშლა - (Pyracantha coccinea M. Roem.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 2 მ-მდე სიმაღლის უხვეკლიანი ბუჩქია. ყლორტები ნორჩობაში მონაცრისფრო ბეწვებითაა მოფენილი. ფოთლები ტყავისებურია, შიშველი ან ნორჩობაში ბეწვებით მოფენილი, ზედა მხარე მუქი მწვანე ფერის, პრიალა, ქვედა მხარე უფრო ღია ფერისაა, მოყვანილობით ელიფსურ-ლანცეტადან ვიწრო-ლანცეტამდე, მახვილწვერიანი ან მობლაგვო, კიდეებზე მრგვალკბილა. ყვავილედი მჭიდროა, ხან მცირე, ხან კი უხვბეწვიანი. ყვ. ნაყ. VI. იზრდება სიმშრალის მოყვარულ ბუჩქნარებში და ქვიან ფერდობებზე მთის შუა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ცივ-გომბორის ქედის მთისწინეთის ზოლში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები